“საზოგადოების, ხალხის გადაწყვეტილება ასახულია შედეგებში და „ქართული ოცნება“ არის არჩეული ხელისუფლება” – მათიკაშვილი

“თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირის სისტემატური მოწვევა წესი არ არის და ეს თვითონ ეუთო/ოდირმა ძალიან კარგად იცის”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განუცხადა.

„ის აბსურდის თეატრი, რაც ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ დაიდგა, ბუნებრივი გარკვეული დასკვნების გაკეთების საფუძველსაც ქმნის იმისთვის, რომ ნათელი გახდეს ჩვენი საზოგადოებისთვის, თუ რასთან გვაქვს საქმე. ყველამ კარგად ვიცით, რომ როდესაც ეუთო/ოდირი საპარლამენტო, მნიშვნელოვან არჩევნებზე არის მოწვეული, ის აკეთებს დასკვნას და მისი დასკვნა არჩევნების შედეგების შესახებ არის ათვლის წერტილი იმ საკითხის გადასაწყვეტად, იყო თუ არა რეალურად ისეთი პრობლემა, რომელმაც შესაძლოა არჩევნების შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

2024 წელს ვნახეთ საკმაოდ მომცველი დასკვნა ქართულ არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც წერია, რომ, მცირე ხარვეზების მიუხედავად, ეს არჩევნები შედგა, საზოგადოების, ხალხის გადაწყვეტილება ასახულია შედეგებში და „ქართული ოცნება“ არის არჩეული ხელისუფლება. ამის შემდეგ ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიამ ეს მნიშვნელოვანი ათვლის წერტილი – ეუთო/ოდირის დასკვნა ფეხქვეშ გათელა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები