ზელენსკიმ ჩინურ კომპანიებს სანქციები დაუწესა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 5 ჩინური კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა,- ინფორმაციას, უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს კომპანიები „შაჰედის“ ტიპის დრონების კომპონენტებს აწარმოებენ.
“3-4 ივლისს ღამით კიევზე განხორციელებული მასირებული შეტევის შემდეგ „შაჰედის“ ტიპის დრონებში ჩინური კომპონენტები აღმოაჩინეს”,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სასანქციო პოლიტიკის საკითხებში, ვლადისლავ ვასიუკმა.
სანქციების დაწესების შემდეგ კომპანიებს აქტივები დაიბლოკება.