“სიმშვიდის მხარდაჭერა თავგანწირული იქნება; ეს უნდა იცოდნენ მათ, ვისაც არეულობა უნდა” – რამაზ საყვარელიძე

“ხალხში მძაფრი სურვილია იმის, რომ საქართველოში არეულობა არ იყოს და არ მოხდეს რევოლუცია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ, „დღის ქრონიკას“ განუცხადა, რითაც ლონდონში კეზერაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის საკითხს გამოეხმაურა.

„ბევრი არეულობა ვიგემეთ. ახალი არეულობის მიმართ რამდენად ცოტაც არ უნდა დარჩეს სიმშვიდის მხარდამჭერი, სიმშვიდის მხარდაჭერა თავგანწირული იქნება. ეს უნდა იცოდნენ მათ, ვისაც არეულობა უნდა“, – აღნიშნა საყვარელიძემ.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – თინა ბოკუჩავა დავით კეზერაშვილთან გაემგზავრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები