ზურაბ ალავიძე რუსთავში შიდა ქუჩებისა და ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებს გაეცნო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ქვეყნის მასშტაბით შიდა გზებზე მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და პროექტების მონიტორინგს აგრძელებს.  ამჟამად, მინისტრმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან ერთად რუსთავში შიდა ეზოებსა და ქუჩებში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ქალაქში  შიდა ქუჩების რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. ამ ეტაპზე  რუსთავის 70-მდე ეზოს კეთილმოწყობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც იგება ასფალტის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემები და წესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

ქალაქში ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები