მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში ალექსეი ნავალნი დააკავეს

მოსკოვში, საკუთარი სახლის სადარბაზოში ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ნავალნი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ალექსეი ნავალნი ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგზე უნდა გამგზავრებულიყო. ქალაქის ცენტრში დაგეგმილი აქცია მერიასთან შეთანხმებული არ არის.
BBC-ის რუსულენოვან სამსახურთან საუბრისას, მოსკოვის პოლიციამ დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი განყოფილებაში მიიყვანეს. თუმცა, პოლიციის განმარტებით, ის არ დაუკავებიათ, არამედ განმარტებების მისაცემად მიიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები