სამეცნიერო კაფე საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

დღეს, 17:00 საათიდან   საქართველოს ეროვნული მუზეუმი სამეცნიერო კაფეს უმასპინძლებს.

როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, – „მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალი 2017-ის” ფარგლებში, რამდენიმე ღონისძიება გაიმართება: „შევისწავლოთ ისტორია მუზეუმში“ – ეგზეტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი ემა ლუზლი და დოქტორი პიტერ ლიმინგი;
„პრეისტორიული ადამიანის კვების რაციონი და სამკურნალო მცენარეები – პალინოლოგიური კვლევის შედეგები არქეოლოგიაში“ – ეროვნული მუზეუმის დოქტორები ელისო ყვავაძე და ინგა მარტყოფიშვილი;
„თანამედროვე ტექნოლოგიები სამუზეუმო არტეფაქტების კვლევისას და რესტავრაციისათვის“ – ეროვნული მუზეუმის დოქტორი ნინო კალანდაძე;
„თიხის გამოყენება წარსულში და დღეს“ – ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ანდრია როგავა.

მისამართი: თბილისი, შ. რუსთაველის გამზ. №3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები