RMG-ს წარმომადგენელი დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესასძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის გაიხსნას დაესწრო

კომპანია RMG-ს წარმომადგენელი დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის გახსნას დაესწრო.

როგორც „კვირას” კომპანიიდან აცნობეს, დღის ცენტრი 6-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს სთავაზობს მულტიდისციპლინარულ მიდგომას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომსახურებას.

გახსნის ცერემონიას დაესწრო კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორის მოადგილე ამირან ქართველიშვილი. ის კომპანიის სახელით მიესალმა ამ ინიციატივას და აღნიშნა, რომ კომპანია მხარს უჭერს ინკლუზიური განათლების შემოტანას და ამ მეთოდოლოგიების დანერგვას. კომპანია საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, დიდ დახმარებას უწევს ადგილობრივ რეგიონში არსებულ სკოლებსა და ბაღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები