როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე თქმით, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ნისლი. აღმოსავლეთ საქართველოს ჩრდილო მაღალმთიან რაიონებში, შესაძლებელია, მცირე თოვაც. დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში ჰაერი 20-დან 25 გრადუსამდე გათბება. მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დოდო გვაზავას თქმით, დღეს თბილისსა და კახეთში ჰაერი 12-დან 14 გრადუსამდე გათბება. შიდა ქართლში 10-დან 15 მდე. აღმოსავლეთ საქართველოში პირველი ოქტომბერს დათბება – ჰაერის ტემპერატურა 17-დან 22 გრადუსამდე მოიმატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები