„ეკვილიბრიუმი“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვევა

1 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვევა და ბიბლიოთეკებს მოაწყობს.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანის სოციალური საწარმო გამართავს გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება ბიო-ღვინო, ყველი, ხელნაკეთი ნივთები. სოციალურ კაფეში, რომელიც მაია ბიძინაშვილმა რამდენიმე წლის წინათ დააარსა, დასაქმებულნი არიან ქალები სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლიდან. გამოფენაზე მათ მიერ შექმნილი ნივთები და ნაწარმი იქნება წარმოდგენილი. მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ ნუკრიანის სოციალურ საწარმოს წიგნებს გადასცემს და ბიბლიოთეკას მოაწყობს.
წიგნები გადაეცემა ასევე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარის ბიბლიოთეკას. წიგნებით დახმარება ჰერეთისკარში ზემო აჭარიდან ჩამოსახლებულმა ეკომიგრანტებმა მოძრაობა „ეკვილიბრიუმს“ თავად თხოვეს.
ღონისძიებას მხარს უჭერს კომპანია „მეღვინეობა ხარება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები