საგარეჯოში ჩოხოსნების ფილმის – ,,თავგანწირვის ტაძრის“ ჩვენება გაიმართა
საგარეჯოს კულტურის სახლში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებისა და სტუდია ,,გუთანის’’ მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ოჯახის სიწმინდის თემაზე შექმნილი ფილმის ,,თავგანწირვის ტაძრის“ ჩვენება გაიმართა.
1996 წლიდან დღემდე სტუდია ,,გუთანის“ მიერ გადაღებულია სხვადასხვა ჟანრის დოკუმენტური ფილმები, სატელევიზიო გადაცემები, თეოლოგიური ლექციები, ინტერვიუები მივიწყებულ ადამიანებთან, ტელემემუარები, ეკლესიის მღვდელთმსახურთა ქადაგებები, დიდი საეკლესიო და საერო დღესასწაულები, მიტოვებული სოფლები, ნატაძრალები, მივიწყებული ტრადიციები, კულტურული ძეგლები, ფოლკლორი. მთავარი შემოქმედი სტუდიის დამაარსებელი, კინორეჟისორი ლექსო გელაშვილია.
ფილმის ჩვენებას, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, ჩოხოსანთა საზოგადოებისა და სტუდია ,,გუთანის” წარმომადგენელებიც ესწრებოდნენ.