მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს 1-ელ ოქტომბრამდე ვერ მოემსახურება

მეტროსადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, დღეიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში, მეტროს მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე“.
„გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით“,- აცხადებენ კომპანიაში.

„თბილისის სატრანსპორტო” კომპანია შექმნილი დისკომფორტისათვის ბოდიშს იხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები