საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ენობრივი საკითხები განიხილეს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი – 2017-ის“ ფარგლებში 27-29 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტში თემაზე: „ენობრივი სიტუაცია კავკასიაში“ VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარდება.
მრავალფეროვან კონფერენციის პროგრამაში მონაწილეობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები ვაშინგტონის, პოზნანის, მაჰაჩყალის, დუზჯეს სამეცნიერო ცენტრებიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია თურქეთიდან დუზჯეს უნივერსიტეტის დელეგაციის სტუმრობა უნივერსიტეტის რექტორის ხელმძღვანელობით. დუზჯეს უნივერსიტეტის რექტორი, წარმოშობით ქართველი პროფესორი ნიგარ დემირჯან ჩაქარი, ქართულად მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს.
საგულისხმოა, რომ ქართული ენა და ლიტერატურა თურქეთის არაერთ უნივერსიტეტში ისწავლება. დუზჯეს უნივერსიტეტში ოთხი წლის წინ გაიხსნა ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის საბაკალავრო პროგრამა. ამჟამად კი ამოქმედდა მაგისტრატურაც. დუზჯეს რეგიონში, სადაც მრავლად არიან მუჰაჯირი ქართველების შთამომავლები, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება საუნივერსიტეტო დონეზე, ერთობ მისასალმებელი და დასაფასებელია. საყურადღებო ფაქტია, რომ ქალბატონი ნიგარ დემირჯან ჩაქარის მხარდაჭერით წელს მაისში დუზჯეს უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა შოთა რუსთაველის 850 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები