პარიზში თანამედროვე საქართველოს მწერლების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა

2017 წლის 19 სექტემბერს, პარიზის ენებისა და ცივილიზაციის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკისა (BULAC) და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და გამომცემლობა „ბაკურ სულაკაურის” მხარდაჭერით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „თანამედროვე საქართველოს ლიტერატურული პეიზაჟი”.

ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკატერინე სირაძე-დელონემ მიმართა.

მიწვეულმა ქართველმა მწერლებმა; ლელა კოდალაშვილმა და ლაშა ბუღაძემ ისაუბრეს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე და იმ ქართველ თანამედროვე მწერლებზე, რომელთაც ახალი ჟანრი შემოიტანეს ქართულ ლიტერატურაში.

ღონისძიების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, გაგრძელდა დისკუსია მსმენელებისთვის საინტერესო თემებზე.

აღნიშნულ ღონისძიებას უძღვებოდა პარიზის ენებისა და ცივილიზაციის საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის თანამშრომელი თამარ სვანიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები