კრაკოვში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი გაიხსნა

2017 წლის 26 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერი გაიხსნა.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი,  ქუთაისის და კრაკოვის მერები, კრაკოვის საკრებულოსთავმჯდომარე და ასოციაციის „ხიდი საქართველოსთან” წარმომადგენლი.

პოლონეთში საქართველოს ელჩმა ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

კრაკოვში მდებარე სკვერისთვის შოთა რუსთაველის სახელის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ 2017 წლის 17 აპრილს მიიღო.

აღნიშნულიპროექტი განხორციელდა ასოციაცია „ხიდი საქართველოსთან” ინიციატივითა და ქუთაისისა და კრაკოვის მუნიციპალიტეტების აქტიური ჩართულობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები