პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტისთვის შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.
შეხვედრაზე საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები იმყოფებიან. პრეზიდენტთან შესახვედრად უმრავლესობაც მზად არის, თუმცა მარგველაშვილს შეხვედრის საკუთარ ფორმატს სთავაზობს.
როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების – ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მას შეხვედრის საკუთარ ფორმატს – მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები