სიმებიან და ჩასაბერ საკრავთა პირველი საერთაშორისო კონკურსი – „რონდო კლასიკა“ გაიმართება

1-6 ოქტომბერს, თბილისში, სიმებიან და ჩასაბერ საკრავთა პირველი საერთაშორისო კონკურსი „რონდო-კლასიკა” გაიმართება.
კონკურსის საზეიმო გახსნა და კონცერტი 1 ოქტომბერს, 16:00 საათზე, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.
როგორც „კვირას“ კონსერვატორიიდან აცნობეს, კონკურსში 70 ქართველი და უცხოელი მუსიკოსი მონაწილეობს.
სოლისტები: ლიანა გურჯია – ვიოლინო და ნინო ჟვანია – ფორტეპიანო.
კონკურსი 4 კატეგორიად იყოფა. 8 დან 25 წლის ასაკამდე მონაწილეებს უცხოელი და ქართველი გამოჩენილი და საქვეყნოდ აღიარებული ჟიური შეაფასებს.
„რონდო-კლასიკა“ საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების დაარსებულია, რომლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, მევიოლინე მანანა ქანთარიაა.
კონკურსის პირველი ტური მერაბ ბერძენიშვილის საერთაშორისო კულტურის ცენტრ ,,მუზაში“ ჩატარდება, მეორე ტური, საზეიმო დახურვა, დაჯილდოება და გალაკონცერტი – კონსერვატორიის მცირე დარბაზში.
კონკურსის მხარდამჭერები არიან: ,,ნიჭიერთა ათწლედი”, ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, საქართველოს კულტურის ფონდი, კომპოზიტორთა კავშირი, თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, რადიო FM 102.4, საქართველოს მუსიკალური საზოგადოება, თანაორგანიზატორი ვ. სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები