ვედიდკარში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს – სოფელს მგლები შეესია

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვედიდკარში მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლო დროს სოფელში მგელმა რამდენიმე შინაური ცხოველი დაგლიჯა. „დამიგლიჯა ცხენი. 700 ლარი მივეცი, საღამოს გავუშვი საბალახოდ, მხოლოდ ერთი ღამე მყავდა გაშვებული და მეორე დღეს ვეღარ ვნახე, დაგლეჯილი დამხვდა. გამოყოს ვინმე რაიონის გამგებელმა ან მონადირეთა კავშირმა, რომ ხელი შეუწყოს გაჭირვებულ ხალხს“, – აცხადებს სოფელ ვედიდკარში მცხოვრები გოჩა ფოჩხუა.
აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ვედიდკარის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი აცხადებს, რომ გამგეობამ გარემოს დაცვის სამინისტროსგან ნებართვა უკვე აიღო, რათა ეს პრობლება უახლოეს პერიოდში მოგვარდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები