„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული შარაშენიძე ამომრჩევლებს თავს ისევ ოცნების წევრად აცნობს

პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხული ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ამომრჩევლების გულის მოგებას ტყუილით ცდილობს და თავს კვლავ პარტიის წევრად ასაღებს. ოზურგეთის მერობის „ქართული ოცნების“ ოფიციალური კანდიდატი ბეგლარ სიორიძეა.
შარაშენიძის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაციას „ქართულ ოცნების“ ცენტრალურ ოფისშიც ადასტურებენ. „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი კონსტანტინე შარაშენიძე წევრობის პერიოდში 2012–2014 წლებში ოზურგეთის გამგებლის პოზიციას იკავებდა. „შეხვედრებზე დადიოდა და ამბობდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი იყო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. შესაბამისად, პოლიტსაბჭომ მისი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო“, – უთხრეს „გურიანიუსს“ პარტიაში.
გამოცემას პარტიაში ისიც აცნობეს, რომ გარიცხვის კანდიდატია ჩოხატაურის სიის მეათე ნომერი მაია პაიჭაძეც. „გურიანიუსის“ ცნობით, ამ გადაწყვეტილების მიღმა პაიჭაძის მიერ გუნდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები სახელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები