ეთნიკური უმცირესობები მერობის კანდიდატებს უახლოეს დღეებში შეხვდებიან

საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები თბილისის მერობის კანდიდატებს შეხვდებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ. მათივე თქმით, აღნიშნული შეხვედრა ემსახურება იმას, რომ მხარეებმა ერთმანეთს თავიანთი ხედვები ქალაქის მრავალფეროვნების და განვითარების კუთხით გაუზიარონ. “საქართველოში ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები: ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ინიციატივით უახლოეს დღეებში ქ.თბილისის მერობის კანდიდატების შეხვედრები სათემო ორგანიზაციების ლიდერებთან განხორციელდება, რათა მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამები წარუდგინონ და ერთმანეთს თავიანთ ხედვები ქალაქის მრავალფეროვნების და განვითარების კუთხით გაუზიარონ. რამოდენიმე კანდიდატმა უკვე გამოხატეს სურვილი და მზადყოფნა აღნიშნული შეხვედრისთვის, დანარჩენ კანდიდატებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაესწროთ ზემოაღნიშნული შეხვედრის ორგანიზატორების პრეს-კონფერენციას, რომელიც გაიმართება ხვალ 28 სექტემბერს 11 საათზე პორტალ „კვირას“ პრეს კლუბში მის: ნუცუბიძის ქ. 14ბ, I სადარბაზო, მე-2 სართული, I ოფისი საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (995) 555 43 00 46 ელ-ფოსტა: vakvirdebi@gmail.com”,-ნათქვამია საქართველოში ეთნიკური უმცირესობების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები