ქართულ საგუშაგოსთან მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქართველი 2 მესაზღვრე ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, ქართულ საგუშაგოსთან მომხდარი აფეთქებისას კიდევ ერთი დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადმოიყვანეს.
ამჟამად, პაციენტი კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული, – ამის შესახებ „კვირას“ ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, დაშავებული ქართველი 2 მესაზღვრე ამ დრომდე დამწვრობის ცენტრში რჩებიან.
ქაშიბაძის თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, 25 სექტემბერს ქართულ საგუშაგოსთან განთავსებულ კარავში ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.
სასაზღვრო პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ადგილზევე დაიღუპა. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები