გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელთან შეხვედრას “ტვიტერზე“ ეხმაურება – შესანიშნავი შეხვედრა კანცლერ მერკელთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის კანცლერთან გამართულ შეხვედრას მიკრობლოგ “ტვიტერში” ეხმაურება.
“შესანიშნავი შეხვედრა კანცლერ მერკელთან, საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, ეკონომიკურ კავშირებზე, უსაფრთხოებასა და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის გზებზე”, – წერს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შეხვედრის ამსახველ ფოტოებსაც ავრცელებს.
გიორგი კვირიკაშვილი ანგელა მერკელს ბერლინში დღეს შეხვდა.
