სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ზურაბ ხონელიძემ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონიას გმირთა მოედანზე საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ იყო ორგანიზებული. სტუდენტებმა მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკეს.
ცერემონიის დასასრულს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ჟიული შარტავას საფლავი ყვავილებით შეამკო.