„ყაზბეგის ყოფილმა გამგებელმა მთხოვა, ირინა ენუქიძისთვის მილიონი ლარი შემეთავაზებინა“

მოწმე ლევან ჭელიძე აცხადებს, რომ მასთან ყაზბეგის ყოფილი გამგებელი გოდერძი მარსაგიშვილი მივიდა და სთხოვა, სანდრო გირგვლიანის დედის ირინა ენუქიძესთვის მილიონი ლარი შეეთავაზებინა.
ლევან ჭელიძის თქმით, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ, ირინა ენუქიძეს პოლიტიკურ პარტიებთან კონტაქტი უნდა გაეწყვიტა. ჭელიძის თქმით, ირინა ენუქიძეს მან უთხრა, რომ გოდერძი მარსაგიშვილის თხოვნით მივიდა მასთან.
„მივედი ირინასთან, მისი მამა და მეუღლეც იქ იყვნენ. ცოტა ხანს მისმინა და მითხრა, არ უნდა მოსულიყავი ამ წინადადებითო. მითხარი, ვინ შემოგთავაზა ესო და მე სანამ ცოცხალი ვიქნები არ ვიტყვი, რომ შენ მოხვედიო. მერე იმ საღამოსვე „იმედის” ეთერით გამოვიდა და თქვა იგივე, რაც მე ვუთხარი. მე ჩემს მკვდარ შვილს არ ვყიდიო, იმიტომ მოვედი ტელევიზიაში, რომ მეორედ აღარ შემაწუხოთო”, – განაცხადა ლევან ჭილაძემ სასამართლო სხდომაზე.
ლევან ჭელიძის განცხადებით, მისთვის უცნობია თავად მარსაგიშვილს ვინ დაავალა გირგვლიანის ოჯახთან შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები