ნოვატორული ვიდეო კამპანია „ვაკვირდები”-ს
საზოგადოებრივი კამპანია „ვაკვირდები“-ს ფარგლებში, დღეს გამოქვეყნდა პირველი საინფორმაციო ვიდეო-რგოლი, რომელის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოთ ამომრჩეველს მიიღოს აქტიური და გააზრებული მონაწილეობა 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. რგოლის გადაღებაში მონაწილეობენ არა საჯარო და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეები, არამედ რიგითი მოქალაქეები, იმ ამომრჩეველთა ნაწილი რომელიც მზად არის მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და გააკეთოს საკუთარ არჩევანი.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა შემდგომ ვიდეო-რგოლზე, სადაც მონაწილეობას მიიღებენ შშმ პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების და სხვა ჯგუფების წარმომადგენლები, ვინაიდან, „ვაკვირდები“ ითვალისწინებს და მოიცავს ყველა ჯგუფის ინტერესებსა და მოთხოვნებს, რათა ხელი შევუწყოთ მოქალაქეების ჩართულობას კამპანიაში.