თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება ოქტომბრის ბოლომდე შეიზღუდება

​ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 28 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე – ორბელიანის მოედნიდან ჭანტურიას ქუჩამდე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ბარათაშვილის ქუჩიდან გაივლის პუშკინის ქუჩას, თავისუფლების მოედანს, რუსთაველის გამზირს, ჩაუხვევს ჭანტურიას ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას თაბუკაშვილის ქუჩაზე განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები