ეკა მიშველაძე: პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიზანია კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, ის „ქართულ ოცნებასა” და საკონსტიტუციო რეფორმაში ჩართულ ყველა პარტიას კონსულტაციებს სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი მიანიშნებდა.
„მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდნენ არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის კომისია.
ამ დროისათვის, ახლად მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებებს ითხოვს მმართველი გუნდიც. ვინაიდან პრეზიდენტის მიზანი ყოველთვის იყო კონსტიტუციის მიღება საერთო თანხმობით, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი, მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, ,,ქართულ ოცნებას“ და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ 16:00 საათზე სთავაზობს კონსულტაციებს პრეზიდენტის სასახლეში”,-აღნიშნა მიშველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები