ირინა ფრუიძე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირინა ფრუიძე დღეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იოჰანეს დოუმას შეხვდა.
შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთ თემას წარმოადგენდა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები და ნიდერლანდების სამეფოს ჩართულობა ამ პროცესში. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება და გამყარდება.
შეხვედრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც პარლამენტმა გუშინ, 27 სექტემბერს შეიტანა საქართველოს კონსტიტუციაში.
ირინა ფრუიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგმება საპარლამენტო კონფერენცია, რომელშიც ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტის წევრები მიიღებენ მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები