გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა დასრულდა

საქართველოს პრემიერის გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა დასრულდა.
ორმა მხარემ საუბრის შესახებ დეტალები არ გაასაჯაროვა.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ორი ქვეყნის ლიდერმა საქართველო-გერმანიის ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს.
ქართულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე იმყოფებიან.
კვირიკაშვილი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის არჩვენებიდან სამ დღეში შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები