შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილს ქართული კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეების მიმართ, უცხოური კომპანიების მიერ თაღლითური სქემების გამოყენებასთან დაკავშირებით. უწყება მიმართავს კომპანიებს და მეწარმეებს, ინტერნეტშესყიდვების დროს გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და კარგად გადაამოწმონ პოტენციური პარტნიორის, როგორც სამართლებრივი სტატუსი, ასევე საიმედოობა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მიმართავს საქართველოში რეგისტრირებულ გადამხდელებსა და კომპანიებს: ინტერნეტის საშუალებით აზიის, აფრიკის ან აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პროდუქციის შესყიდვისას, სათანადო გადამოწმების გარეშე საქონლის მომწოდებელ სუბიექტთან საქმიან გარიგებაში შესვლა და მისთვის ფულადი სახსრების გადარიცხვა დაუშვებელია. აღნიშნულ სუბიექტებს, რეალურად კი ფიქტიურ კომპანიებს აქვთ კარგად გაფორმებული ვებ -გვერდები, ან იყენებენ ცნობილი კომპანიების სახელს. მყიდველს პროდუქციას სთავაზობენ საგრძნობლად დაბალ ფასად, სანაცვლოდ, ითხოვენ სრული თანხის ან მისი ნაწილის წინასწარ გადარიცხვას, მათ შორის, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე. შესაბამისად, გთხოვთ ინტერნეტ შესყიდვების დროს გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე და კარგად გადაამოწმოთ პოტენციური პარტნიორის როგორც სამართლებრივი სტატუსი, ასევე საიმედოობა. ამასთან, მნიშვნელოვანია ანგარიშსწორება განხორციელდეს საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული და აპრობირებული ნორმების შესაბამისად”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები