დიმიტრი ქუმსიშვილმა და მთავრობის წევრებმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ფინანსთა მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და მთავრობის წევრებმა საქართველოს მთავრობის სახელით პატივი მიაგეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი.
„24 წელი შესრულდა სოხუმის დაცემის დღიდან. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გმირულად დაეცნენ ამ ბრძოლაში. მინდა მივუსამძიმრო იმ ოჯახებს, რომელთა შვილები, მეუღლეები, დები და ძმები დაიღუპნენ ამ ომში. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ოსი და აფხაზი ძმები, დავიბრუნოთ ისინი მშვიდობიანი გზით, ჩვენი ქვეყნის სიძლიერით და იმ სიყვარულით, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომში ერთობლივად ცხოვრებისთვის,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები