შსს საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) N5 სექტორის (შილდა) დისლოკაციის ადგილზე, პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის ბალონის აალება”, – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, გარდაცვლილია სასაზღვრო პოლიციის II ჯგუფის სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), უფროსი ლეიტენანტი და დაშავებულია სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე.
“მიღებული დამწვრობის შედეგად, გარდაიცვალა სასაზღვრო პოლიციის II ჯგუფის სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. შემთხვევის შედეგად დაშავდა სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები