მამუკა არეშიძე: ქართულ საზოგადოებაში ნელ-ნელა ყალიბდება სხვა საზოგადოება

ჩვენთან ჩამოყალიბებულ ახალ საზოგადოებას გააჩნია თავისი უსაფრთხოების სამსახურებიც კი, – ამის შესახებ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკურმა ექსპერტმა, მამუკა არეშიძემ განაცხადა.
არეშიძე ტერორიზმის საფრთხეს საქართველოს მაგალითზე განიხილავს და თვლის, რომ აბსოლუტური კონტროლის პირობებშიც კი ვერ მოხდება პროცესის შეჩერება.
“საინტერესოა, როგორ მუშაობს ამ ადამიანების ტურისტული სააგენტოები. თუ კარგად დავაკვირდებით, ჩავთვლით, რომ სხვა ქვეყანაში ვართ. მათი გიდების მხრიდან თხრობა არის ხშირად იმის თაობაზე თუ ისტორიის მანძილზე, როგორ იყო საქართველო სხვადასხვა აზიური ქვეყნების სატელიტი, აქ ძნელი მისახვედრი არაა აქცენტი რაზე კეთდება. გარკვეული რეგულაციები გვაქვს დაწესებული, ერაყის ქვეყნის მოქალაქე ვიზის გარეშე ვეღარ ჩამოვა, ისინი იორდანიაში უნდა წავიდნენ ვიზის ასაღებად, თუმცა ეს დაბალი ფენაა. “- განაცხადა მამუკა არეშიძემ „კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები