„ქართული ანბანის დღეს“ ნიაზ დიასამიძე ღია ცის ქვეშ კონცერტს გამართავს

დღეს, 17:00 საათზე, ნიაზ დიასამიძე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეზოში კონცერტს გამართავს. როგორც „კვირას“ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განუცხადეს,  კონცერტი „ქართული ანბანის დღეს“ უკავშირდება. ამავე დროს, მუსიკოსი ცენტრის ეზოში იმ ნამუშევრებს გამოფენს, რომელიც მან ანბანის თემაზე შექმნა.
ნიაზ დიასამიძის კონცერტზე შესრულდება ცნობილი ჰიტები. მუსიკოსმა სიმღერების ტექსტები ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველისა და სხვა ქართველი პოეტების ლექსებისა და პოემების მიხედვით შექმნა.
კონცერტი მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ტარდება და „ქართული ანბანის დღე“ თბილისში 26 სექტემბერს გაიმართება. ამ დღეს გაიხსნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა „ქართული ხელნაწერი”, რომელზეც წარმოდგენილი იქნება ქართული დამწერლობის უნიკალური ნიმუშები (X-XVII სს).

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები