„ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ საქართველოში

30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კოორდინირებით საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2017 წლის თემაა: ,,მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“. საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობების, სამინისტროს სისტემაში შემავალი მუზეუმების, არასამთავრობო ორგნიზაციების ჩართულობით სემინარები, გამოფენები, შემეცნებითი ტურები და სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.
ევროპის მემკვიდრეობის დღეების წლევანდელ თემასთან კავშირში, ასევე, იგეგმება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვდირეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები” ჯერ კიდევ 1985 წლიდან მომდინარეობს, ხოლო 1999 წლიდან წარმოადგენს ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას, რომელშიც მონაწილეობს  ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები, უმეტესად, ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისათვის დაგეგმილი საგანმანათლებლო პროგრამებისა და აქტივობების მეშვეობით მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.
ყოველწლიურად, პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული ღონისძიებები სპეციფიკური თემის ირგვლივ აღინიშნება. თემები ძირითად ფოკუსირებულია მემკვიდრეობის სხვადასხვა ტიპის, კულტურული მემკვიდრეობისა და სხვადასხვა დარგების ურთიერთკავშირის, ისტორიის სხვადასხვა პერიოდისა და საზოგადოების მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულების საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები