თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
კომპანია ”თელასის” ცნობით, დიდუბის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, სტანისლავსკის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება პეტრიწის ქუჩის მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალაქტიონ ტაბიძის, შალვა დადიანის და ლერმონტოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I მიკრორაიონის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, შალვა მშველიძის, ბოდბის, შავსოფლის, იალბუზის, არბოშიკის, ლუსინიანის, 300 არაგველის და ბოჭორმის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 დასახლების IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს. გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ალექსეევკის დასახლების და ლორთქიფანიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
გლდანის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, გლდანის მასივის VI მიკრორაიონის, ხერგიანის, შეშელიძის, ილია ვეკუას, ხევძმარის, ქერჩის, ხიზაბავრის, საბაშვილის, მიქატაძის და კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს.
 
”კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ”, – აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები