UGTგანათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ყოფილი თანამშრომელების ინტერესებს ითვალისწინებს

კომპანია „იუ-ჯი-თის“ განცხადებით, კომპანია მზად არის საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების IT მხარდაჭერის უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნოს, რაც მომსახურების ხარისხს გაზრდის. UGT-ის განცხადებით, ისინი მზად არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ყოფილი თანამშრომელების ინტერესები გაითვალისწინონ. როგორც კომპანიაში აღინშანევენ, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კომპანია „იუ-ჯი-თი“ საჭიროდ მიიჩნევს გააკეთოს განმარტება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, რომელშიც 2017 წლის 8 აგვისტოს, კონკურენტულ გარემოში, კომპანია „იუ-ჯი-თიმ“ გაიმარჯვა და მოიცავს, საქართველოს საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების IT მხარდაჭერის უზრუნველყოფას. „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ცნობილია, რომ კომპანია „იუ-ჯი-თი“ მუდმივად ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე. მეტიც, ის ლიდერია კვალიფიკაციის ამაღლებაზე გამოყოფილი ხარჯებით და სწორედ ამიტომ, ტენდერის ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაო პროცესის პარალელურად, სწორედ ამიტომ, კომპანია გარკვეულწილად ითვალისწინებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების ყოფილი აიტი თანამშრომლების მოთხოვნებს. პროცესი დინამიურია და კომპანია აპირებს, მათ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობით, შეიმუშაოს ხელშეკრულების ახალი პირობები, რომელსაც თანამშრომლებს უახლოეს მომავალში შეთავაზებს. ხელშეკრულებაში დაცული იქნება მომავალი დასაქმებულების შრომითი უფლებები და მორგებული იქნება მათ ინტერესებზე“, -აღნიშნავენ კომპანიაში. მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ, კომპანია „იუ-ჯი-თი“ კომერციული ორგანიზაციაა და ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, ამ კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით, კომპანია არ გეგმავს პირდაპირი სარგებელის მიღებას. კომპანიის მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური IT სპეციალისტების გუნდის შექმნა, რომელიც საქართველოს მასშტაბით, ხარისხიანი IT სერვისების მიწოდებას განახორციელებს. „კომპანია მიესალმება საქართველოს მთავრობის ინციატივას, აუთსორსზე გაიტანოს სახელმწიფო სკოლების კომპიუტერული და ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობა. მსგავსი ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოში IT მომსახურების და განათლების ხარისხის ამაღლებას, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული კადრების კომპეტენციის გაზრდას“, – ნათქვამია კომაპნიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები