ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართება

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ხვალ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება 09:00 საათზე დაიწყება. დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგებიან: სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ზურაბ ხონელიძე, საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე – გია გვაზავა, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი გურამ ოდიშარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ნინო თავაძე. ამასთან. მთაწმინდის პარკში პირველკურსელთათვის გასართობი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც მუსიკალურად ჯგუფი The Gooblins და DJ Le Vancho გააფორმებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები