“მრავალეროვანი საქართველო” ვანდალურ ფაქტებს ეწინააღმდეგება

 

 “მრავალეროვანი საქართველო” ოზურგეთსა და გარდაბანში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ორგანიზაცია გმობს მომხდარს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დროული და ეფექტური რეაგირებისკენ.

მიმართვაში ნათქვამია: “მიმდინარე წლის 22 და 24 სექტემბერს ცნობილი გახდა გარდაბანის N31 და ოზურგეთის N6 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში კარ-ფანჯრის შემტვრევის, ინვენტარისა და ამომრჩეველთა სიის საჯარო (კედლის) ვერსიის განადგურების ფაქტის შესახებ.”
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ აქვე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის კანონდარღვევებთან დაკავშირებით მიმიდინარეობს მოკვლევა.
არსამთავრობო, რომელიც მუდმივ მონიტორინგს აწარმოებს და მიმდინარე სიახლეების და გადაცდომების შესახებ პერმანენტულად გვატყობინებს, მიმართავს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიას მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება და ამასთანავე, მიმართოს შესაბამის სტრუქტურებს, რათა შეიმუშაონ პრევენციული ზომები მომავალში მსგავსი ქმედებების ჩადენის მცდელობების აღკვეთის მიზნით.

ამასთან, მრავალეროვანი საქართველო მიესალმება ცესკოს მხრიდან, უმოკლეს ვადებში ზემოხსენებულ ოლქების შესაბამისი საარჩევნო უბნების კომისიების ამომრჩეველთა სიებით უზრუნველყოფას, რითაც უბნებზე მისულ ამომრჩევლებს ხელი არ შეშლიათ მათი საარჩევნო უფლების – ამორჩევლეთა სიებში მონაცემების გადამოწმების განხორციელებაში.

შეგახსენებთ, რომ საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო ახორციელებს წინასაარჩევნო და არჩევნების დღის მონიტორინგს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებსა და თბილისში.

სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED), ფონდი „ღია საზოგადოება საქარველოს“ (OSGF) და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები