მამუკა მდინარაძე: ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას

„ ჩვენ მოვახერხეთ და შევქმენით ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, რომელშიც სწორედ ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“ – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ვენეციის კომისიის დასკვნას. „ოპოზიციის სრული სპექტრისთვის ყველაზე პრინციპული საკითხი და მოთხოვნა, მათი თქმით, არის პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება 2020 წელს ამას გვიყვებიან ყველა საინფორმაციო გამოშვებაშიც და აპროტესტებენ ამ სისტემის 2024 წლამდე გადატანას. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა იცოდეს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მიერ შექმნილ პროექტში 2024 წლის ხსენებაც კი არ იყო და როგორც ისინი დღეს ითხოვენ, 2020 წლიდანვე გადავდიოდით პროპორციულ სისტემაზე. მიუხედავად ამისა, სწორედ ამ დროს დატოვა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად საკონსტიტუციო კომისია. როდესაც საზოგადოების მოტყუებაზე საუბრობენ, პირველ რიგში ეს პოლიტიკური აფიორა უნდა გაიხსენონ. რაც შეეხება ამ გადავადების მიზეზებს, პირადად მეც ვუერთდები ვენეციის კომისიის წუხილს ამის შესახებ, თუმცა ეს იყო შიდა კონსესუსის საგანი და ამავე დროს ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება და იმის გარანტუა, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. ეს ვერ ან არ მოახერხა ვერც ერთმა წინა ხელისუფლებამ ვერც შიდა კონსესუსით, ვერც კომპრომისზე წასვლით და ვერც გუნდის ერთიანობით. ეს მოვახერხეთ ჩვენ და შევქმენით ჩვენი ქვეყნის ახალი ისტორია, რომელშიც სწორედ ეს კონსტიტუცია უზრუნველყოფს ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“ – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები