უმრავლესობა პრეზიდენტს და ოპოზიციას ქვეყნის იმიჯის შელახვის მცდელობაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის თქმით, ვენეციის კომისიის წინასწარმა დასკვნამ აჩვენა, რომ ოპოზიციური პარტიები და პრეზიდენტი პირადი ინტერესების მიზნით საერთაშორისო დონეზე ქვეყნის იმიჯის შელახვას ცდილობდნენ

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე მუშაობის პროცესში „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი ამოცანა იყო ისეთი პროგრესული დოკუმენტის მიღება, რომლის პირობებშიც უზრუნველყოფილი იქნებოდა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, დემოკრატიული გარემოს განვითარება და ისტორიული და თანამედროვე ფასეულობების ჰარმონიზება.

„მეამაყება, რომ როგორი პოლიტიკური მოცემულობაც არ უნდა იყოს მომავალში, ახალი კონსტიტუცია შექმნის მყარ გარანტიებს, რათა დემოკრატიული პრინციპების და ღირებულებების განვითარება ჩვენს ქვეყანაში შეუქცევად პროცესად იქცეს“,-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიამ დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. როგორც კომისიის დასკვნაშია ნათქვამი შემოთავაზებული რეფორმა ზოგადად პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს და დადებით წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის საკონსტიტუციო წესრიგის კონსოლიდირებისა და გაუმჯობესების კუთხით. ასევე ეფუძნება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის პრინციპებს. ამასთანავე ვენეციის კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა დაინტერესებულმა მხარემ უნდა სცადოს, ამ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო რეფორმისთვის ყველაზე ფართო კონსენსუსს მიაღწიოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები