დავით ლანჩავას თქმით, მას ადვოკატთა ასოციაციისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა შეუძლია

ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით ლანჩავა ასოციაციის პრეზიდენტისთვის საადვოკატო საქმიანობის აკრძალვას მწერალთა და მხატვართა კავშირის თავმჯდომარეებისთვის წერის და ხატვის აკრძალვას ადარებს.
მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციაში ბევრი რამ არის შესაცვლელი, მათ შორის, ეს წესი და ამ და სხვა ბევრ ასოციაციისთვის სრულიად ახალი ხედვის შეთავაზებას აპირებს.
ლანჩავას შეფასებით მას და მის გუნდს ასოციაციისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნა შეუძლია.
„მთავარი რასაც ვაპირებ ასოციაციაში, ეს არის მიდგომების და მსოფლმხედველობის შეცვლა. სრულიად განსხვავებული ხედვა მაქვს ვიდრე ჩვენს ხელმძღვანელობას. მეც ვარ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. კანონის მიხედვით, აღმასრულებელ საბჭოს ევალება პროცესების მართვა და გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ არსებობს საკითხები, რომელსაც 2-3 კაცი იმიტომ ვერ სწყვეტს, რომ გუნდი, რომელიც დომინირებს ის სწყვეტს ყველაფერს. ვფიქრობ, მმართველი გუნდი მთლიანად შესაცვლელია“, – განაცხადა გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში დავით ლანჩავამ.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის არჩევნები 2 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები