ჩაჩავას კლინიკა გირჩევთ – რა გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი ორსულობის დროს

“სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, ორგანიზმის ჯანმრთელობის სარკეა. ეს ის სტანდარტული გამოკვლევებია, რომელიც ორსულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს”,-ამის შესახებ ინფორმაციას ჩაჩავას კლინიკა საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე წერს. მათივე ცნობით, სტანდარტული ნალიზებით შესაძლებელია ორსულობის დასაწყისშივე აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიები, რომლებსაც ორსულობის დიდ ვადაზე შეუძლია ძალიან სახიფათო პრობლემები შეგიქმნათ.
“სისხლის და შარდის საერთო ანალიზი, ორგანიზმის ჯანმრთელობის სარკეა. ეს ის სტანდარტული გამოკვლევებია, რომელიც ორსულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამ მარტივი ანალიზებით შესაძლებელია ორსულობის დასაწყისშივე აღმოვაჩინოთ ისეთი პათოლოგიები, რომლებსაც ორსულობის დიდ ვადაზე შეუძლია ძალიან სახიფათო პრობლემები შეგვიქმნას. შესაძლებელია ესა თუ ის დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ისე, რომ ორსულს არანაირი ჩივილი არ ჰქონდეს.
ამ სტანდარტულ გამოკვლევებს ემატება ანალიზი B და C ჰეპატიტებზე, გამოკვლევა სიფილისზე, აივ-ინფექციაზე. ეს იმ ანალიზების ჩამონათვალია, რომელიც აუცილებლად უნდა გაიკეთოს ორსულმა ექიმთან პირველივე ვიზიტის დროს.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა.
რაც შეეხება ნაცხის ბაქტერიოსკოპულ გამოკვლევას, ამით დგინდება, ხომ არ გვაქვს საქმე რაიმე სქესობრივად გადამდებ ინფექციასთან.
6 კვირიდან ექოსკოპიური გამოკვლევით დგინდება, რამდენად პროგრესულია ორსულობა, ამ კვლევის დროს სხვა პათოლოგიების გამორიცხვაც ხდება. შესაძლებელია სანაყოფე ჩანთა იზრდებოდეს და იქ ემბრიონი არ ჩანდეს – ამას ანემბრიონემია ჰქვია. მსგავსი პრობლემების ადრეულ ეტაპზე გამოსარიცხად აუცილებელია, ექოსკოპია 6 კვირის ვადაზე გაკეთდეს.
ექიმთან დროული ვიზიტი და საჭირო კვლევების ჩატარება თავიდან აგაცილებთ სერიოზულ გართულებებს”,-აღნიშნულია კლინიკის განცხადებაში.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები