აშშ ავღანეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის

ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის.
ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია აშშ-ის თავდაცვის მდივან, ჯეიმს მეტისზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამჟამად ავღანეთში უკვე იმყოფება 11 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცი.
ამერიკელი სამხედროები ავღანეთში უკვე 16 წელია იმყოფებიან. ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერასთან ერთად, ისინი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილეობენ. ამის მიუხედავად, როგორც BBC წერს, ავღანეთის მთავრობა სრულად მხოლოდ ტერიტორიების ნახევარს აკონტროლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები