ICDI ცესკოს ინიციატივით მიმართავს

დღეს ცესკოს არასამთავრობო ორგანიზაცია ICDI-მ განცხადებით მიმართა, რათა მან გააგრძელოს საკუთარი პრაქტიკა საარჩევნო გარემოს სამართლიან და გამჭვირვალე პირობებში წასამართად.
არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, ცესკომ კვლავ გამოსცეს ნორმატიული აქტი, რომლითაც დარეგულირდება პარტიებისა და ბლოკების პარტიული სიის ექსპლუატაციის საკითხი.
„საარჩევნო კოდექსის მოქმედი რეგულაციების თანახმად, პარტიული სიების რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველს კვლავ წარმოადგენს ის გარემოება, როდესაც პარტიული სია ჩამოსცდება კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობას, თუმცა კოდექსი კვლავ არ განსაზღვრავს იმ კონკრეტულ და წინასწარ განჭვრეტად გარემოებებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც იქნებოდა შესაძლებელი სიის გაუქმება, ამ სიის კანონით დადგენილი ოდენობების ჩამოცდენისას. ზემოაღნიშნული დადგენილება გახლავთ მხოლოდ წინა თვითმმართველობის არჩევნებისათვის მიღებული სამართლებრივი აქტი და მისი მოქმედება არ ვრცელდება მიმდინარე არჩევნების რეგულაციებზე, არადა მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ცესკოს გაეგრძელებინა საკუთარი პრაქტიკა და საკითხი ამჯერადაც დაერეგულირებინა ნორმატიული აქტით, რითაც, ამ არჩევნებზეც იქნებოდა გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიმდინარე საარჩევნო გარემოს სამართლიან და გამჭვირვალე პირობებში წარსამართავად ასევე, ცესკოს ამ გადაწყვეტილებით, პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის წარმოიშვებოდა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები, მათი პარტიული სიებისა და ამ სიებში მყოფი კანდიდატებისათვის მეტი დაცულობისა და არჩევნებში მონაწილეობის სტაბილურობის შეგრძნების განმტკიცებისათვის. მიგვაჩნია, რომ ცესკოს მხრიდან ჩვენი თხოვნის გაზიარება და საკუთარი პრაქტიკის გაგრძელების გზით, ანალოგიური აქტის გამოცემა იქნება ამ ეტაპზე დროული და იმგვარი ხასიათის გადაწყვეტილება, რომელიც ცალსახად გაზრდიდა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი არსებულ ნდობას, როგორც არჩევნებში ჩართული პოლიტიკური მოთამაშეების, ასევე დამკვირვებლებისა თუ ამომრჩევლების მხრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში
ICDI ითხოვს გარკვეულ შემთხვევებში გადაიხედოს ის გარემოებები, რომლითაც პარტიული სიას რეგისტრაცია უწყდება და იმედს გამოთქვამს, რომ მათი ინიციატივა გათვალისწინებული იქნება და ცესკო უმოკლეს ვადებში დააკმაყოფილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები