ირაკლი კობახიძე: სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა მიუღებელია

შესწავლილი უნდა იყოს ეს საკითხი. ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი თავმჯდომარემ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ბავშვების, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არის მიუღებელი.
„ბავშვების, სკოლის მოსწავლეების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა არის მიუღებელი – მით უმეტეს, ასეთი პირდაპირი ფორმით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა სოციალურ ქსელში პირველკლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მოსწავლეებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა განაცხადა, რომ დროშები სკოლაში ბავშვებმა მიიტანეს, რაც მასწავლებლებს გამორჩათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები