გია ვოლსკი შუახევის სოფელში მომხდარ ფაქტზე: ბავშვების მიერ „ქართული ოცნების“ დროშის დაკავება თამაშს ჰგავს

„ბავშვების ხელში „ქართული ოცნების“ დროშას და სხვადასხვა ატრიბუტიკას ხშირად შეამჩნევთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ მომხდარში რაიმე დარღვევას აქვს ადგილი, პასუხი მშობელს ან მასწავლებელს უნდა მოეთხოვოს.
„სოფლად ბავშვები უფრო თავისუფლები არიან, როგორც ეზოში გამოსვლაში, ასევე თამაშის დროს. მათ ხელში „ქართული ოცნების“ დროშას და სხვადასხვა ატრიბუტიკას ხშირად შეამჩნევთ. ბავშვებსა და მშობლებს ნუ დავაბრალებთ, რომ პოლიტიკაში არიან ჩართული. თუ ამაში რაიმე დარღვევაა, პასუხი მშობელს ან მასწავლებელს მოვთხოვოთ, რადგან ეს ბავშვებისთვის თამაშს ჰგავს და მაინც და მაინც მკაცრები ნუ ვიქნებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ სხეფის საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა სოციალურ ქსელში პირველკლასელებთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მოსწავლეებს ხელში „ქართული ოცნების“ დროშები უჭირავთ. შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა განაცხადა, რომ დროშები სკოლაში ბავშვებმა მიიტანეს, რაც მასწავლებლებს გამორჩათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები