ზურაბ ალავიძე ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია ‘’ Sino Sure’’ -ის დელეგაციას შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჩინეთის უმსხვილესი ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კორპორაცია ‘’Sino Sure’’-ს ოფიციალური დელეგაცია მიიღო. დელეგაციას კორპორაციის თავმჯდომარე ვან ი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და მიზანშეწონილობაზე იმსჯელეს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკაში ჩინური კომპანიების მონაწილეობის გაზრდას.
შეხვედრისას მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელმოწერის მნიშვნელობაზე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ასევე, ზურაბ ალავიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთის ექსპორტისა და კრედიტების სადაზღვევო კომპანიასთან წარმატებულ თანამშრომლობას, რომელიც ქვეყანაში აზღვევს ინვესტიციებს, მხარს უჭერს საგარეო ვაჭრობის განვითარებას და ეკონომიკურ კოოპერაციას.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქმიანი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო იქნება როგორც ქვეყნებისთვის, ასევე ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის.
დღესვე, ’’Sino Sure’’-ს დელეგაციამ შეხვედრა საპარტნიორო ფონდში გამართა. 21 სექტემბერს, პეკინში იგეგმება საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობების მიზნით საპარტნიორო ფონდთან მემორანდუმის გაფორმება.
კომპანია ‘’Sino Sure” არის ჩინეთის სახელმწიფო დაფინანსებით შექმნილი სადაზღვევო კომპანია, რომელიც ჩინეთის საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკურ თანამშრომლობას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები