ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში ხანძარი გაჩნდა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში, მთის ფერდობზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ბალახს და ბუჩქნარს მოედო. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები