გიორგი მარგველაშვილი ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საოპერო მომღერლისა და ხელოვანის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გული დამწყვიტა გამოჩენილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალებამ. ქართულ საზოგადოებასთან ერთად პატივს მივაგებ იმ ადამიანის ხსოვნას, რომლის ნაყოფიერმა შემოქმედებითმა და პედაგოგიურმა საქმიანობამ ხელი შეუწყო ჩვენში საოპერო ხელოვნების პოპულარიზაციას, შემოქმედთა ახალი თაობების აღზრდას, მსოფლიოში ქართული სამუსიკო სკოლის წარმოჩენას“, – ნათქვამია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები