გიორგი კვირიკაშვილი ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საოპერო მომღერლისა და ხელოვანის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
პრემიერი უსამძიმრებს ზურაბ სოტკილავას ოჯახს, ახლობლებს და მთელ საქართველოს.
„დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მსოფლიო დონის საოპერო მომღერლისა და ხელოვანის, ჩვენი საამაყო მამულიშვილის ზურაბ სოტკილავას გარდაცვალების გამო. ზურაბ სოტკილავა საქართველოს ერთგული შვილი იყო. მან სიცოცხლის ბოლომდე ატარა მშობლიური აფხაზეთის ტკივილი.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ დიდ დანაკლისს ზურაბ სოტკილავას ოჯახს, ახლობლებს, მთელ საქართველოს“, -აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
პერის მომღერალი ზურაბ სოტკილავა მოსკოვში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები